მაკა ბოჭორიშვილი - დეპუტატების მიმართ აგრესიას დემოკრატიასთან და ქვეყნის განვითარებასთან კავშირი არ აქვს, ადამიანებზე ზეწოლის და ტერორის გამოხატულებაა
დეპუტატების მიმართ აგრესია გამოიხატება და როგორც ირკვევა, აგრესიის გამომხატველი ადამიანები გარკვეულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებული, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ დონორებისთვისაც ცხადი იყოს, თუ რაში იხარჯება ის თანხები, რომლებიც თითქოს საქართველოს განვითარებას ხმარდება.
როგორც მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, მსგავს ქმედებებს დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებასთან კავშირი არ აქვს, ეს არის ადამიანებზე ზეწოლის და ტერორის გამოხატულება.
„რასაც ვხედავთ, ეს არის ვითომ აღშფოთებული მოქალაქეების სცენები. დეპუტატების მიმართ აგრესია გამოიხატება და როგორც ირკვევა, აგრესიის გამომხატველი ადამიანები არიან გარკვეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული. კითხვები ჩნდება, თუ როგორ ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ ამ ორგანიზაციებს? სწორედ იმიტომ არის საჭირო გამჭვირვალობა, რომ დონორებისთვისაც ცხადი იყოს, თუ რაში იხარჯება ის თანხები, რაც ვითომდა საქართველოს განვითარებას ხმარდება. იმ ქმედებებს არაფერი საერთო აქვს დემოკრატიასთან და ამ ქვეყნის განვითარებასთან. ეს არის ადამიანებზე ზეწოლის და ტერორის გამოხატულება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.