მაკა ბოჭორიშვილი - დეკემბერში რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, პროგნოზი რთულია, მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციების შესრულებას და პარტნიორების განწყობების ცოდნას
მაკა ბოჭორიშვილი - დეკემბერში რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, პროგნოზი რთულია, მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციების შესრულებას და პარტნიორების განწყობების ცოდნას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რთულია პროგნოზი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელობა აქვს როგორც რეკომენდაციების შესრულებას, ასევე მუშაობას პარტნიორებთან, რათა ზუსტად იცოდნენ განწყობები.

„დეკემბერში რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება 27 სახელმწიფოს მხრიდან, ამის წინასწარ თქმა ძალიან რთულია. ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება ბრიუსელის ანგარიში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, თუმცა ეს ნახევარი სამუშაოა, შემდეგი ნახევარი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ პოზიციებზე მოდის. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს როგორც რეკომენდაციების შესრულებას, ასევე მუშაობას პარტნიორებთან, რათა ზუსტად ვიცოდეთ განწყობები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რა გადაწყვეტილებას ველოდოთ დეკემბერში. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, სამუშაო ბევრია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.