მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი მიზანია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დინამიკა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება საქართველოს, ეს სჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებს
ჩვენი სურვილი და მიზანი არის და დარჩება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიეთობების დინამიკა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება საქართველოს, ეს სჭირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების დაწესებით, მუქარით ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხდება.
„სანქციების დაწესებით, მუქარით ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხდება. ჩვენი სურვილი და მიზანი არის და დარჩება ის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიეთობების დინამიკა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება საქართველოს, ეს სჭირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.