მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება
ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას სანქციების პაკეტები, რომლებიც აქამდე მიიღო და უზრუნველყოს მათი შესრულება.
„ნუ ელოდებით მაგ სიამოვნებას, რომ საქართველოს დაუწესდეს სანქციები. რაც შეეხება ვიზიტს, ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას სანქციების პაკეტები, რომლებიც აქამდე მიიღო და უზრუნველყოს მათი შესრულება. ამას ეხებოდა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის განხორციელების ფარგლები მოიცავს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან. ჩვენ ვართ ევროკავშირის პარტნიორი, გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ მოხდეს საქართველოს გავლით ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება. ამიტომ ჩამოდიან, ამიტომ არის ჩვენი სურვილი ასევე, რომ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მოვისმინოთ მათი გეგმები, თუ როგორ აპირებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს საქციებისთვის თავის არიდება. მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც ხდება საქციებისთვის თავის არიდება. სწორედ ეს არის პრობლემა, სწორედ ამიტომ მუშაობს ევროკავშირი და ჩვენ ვართ მათი პარტნიორი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.