ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა გაფართოების ანგარიშის ფარგლებში ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევის შეფასებისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემისთვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებს და დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოლოდინს.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდგომი პროცესი, ასევე მზადყოფნა გამოხატეს, რომ მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.