საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და მოლოდინი, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.