„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია
„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია

კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია.

ამასთან, მათივე თქმით, არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი შეფერხებით მუშაობს.

კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.