მაიკლ კარპენტერი - აშშ დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ
მაიკლ კარპენტერი - აშშ დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ

აშშ დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა ონლაინპრეკსონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ის, რაც სურს ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას და ამას აჩვენებს უამრავი სოციოლოგიური გამოკითხვა.

„თუმცა, გულწრფელად, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯით. ამ ნაბიჯებს შორის არის კანონპროექტის წარდგენა, რომელიც ითვალისწინებდა უცხოური აგენტის სტატუსის მინიჭებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და რომელიც შემდგომში იქნა გაწვეული. მე ვიცი, რომ აშშ ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად იქნებოდა ღრმად შეწუხებული, ამგვარი კანონმდებლობის მიღება რომ ენახა, რომელიც, მრავალმხრივ ასახავს რუსულ კანონმდებლობას.

არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მედიასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, ჩვენ მოწოდებული ვართ, ვიმუშაოთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მათი დემოკრატიის გასაძლიერებლად და მათი ევროატლანტიკური გზის ხელშეწყობისთვის, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. სწორედ ამაზე იქნება ჩვენი ფოკუსი მიმართული და ვაპირებთ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას. მაქვს აქტიური საუბარი ეუთო-ში ჩემს ქართველ კოლეგასთან ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.