ჩილეს მთავრობამ 10 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი მაიკ ტაისონი, – წერს სააგენტო AP. როგორც აღნიშნავენ, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი 51 წლის ყოფილი მოკრივის რამდენიმე ნასამართლეობა იყო.
ტაისონი ჩილეში ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის მიწვევით ჩავიდა. მას შემდეგ, რაც “რკინის მაიკს” ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, წესების თანახმად, ის ინტერპოლმა მიაცილა აშშ-ში უახლოეს რეისზე.
სხვათა შორის, 2013 წელს, ტაისონი ანალოგიური მიზეზით დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს.