ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა ვენესუელაში არსებული სიტუაცია იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ აშშ და რეგიონის ქვეყნები უმოქმედოდ არ იქნებიან, მაშინ როდესაც რუსეთი ვენესუელაში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს.
სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტონ არაკონსტრუქციული ქმედებები და შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც ვენესუელას ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.