ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ცნობაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს დიპლომატებმა სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. მათ სირიის კრიზისის დარეგულირებასა და უკრაინაში არსებული კონფლიქტის დაძლევასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა შეაფასეს.
მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის განსხვავებული შეხედულებები პროფესიონალური დიალოგის საფუძველზე უნდა აღმოიფხვრას.
ცოტა ხნის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონთან ყველა მიმართულებით კონტაქტების აღდგენისთვის მზად არის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ამერიკელი კოლეგებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელის.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია