მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ არ არის
მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ არის.

საქართველოს პირველი არხი პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ჯერ არ იციან, გააკეთებს თუ არა აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ნინო ბურჯანაძე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება დღეს გაავრცელეს. განცხადების ტექსტი და ხელმომწერთა სია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადების ხელმომწერთა შორის თავდაპირველად 23 პარტია იყო. მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან განცხადება ხელმეორედ გამოიგზავნა, სადაც ხელმომწერთა შორის „ტრიბუნა“ იყო დამატებული.