მაიკ პომპეომ რუსეთს აშშ-ის ერთ-ერთი მტერი უწოდა
მაიკ პომპეომ რუსეთს აშშ-ის ერთ-ერთი მტერი უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდინავმა, მაიკ პომპეომ რუსეთს აშშ-ის ერთ-ერთი მტერი უწოდა. ამის შესახებ მან „მარკ ლევინის შოუში“ განაცხადა.

„მე მუმდივად მეკითხებიან, ვინ არის ჩვენი მტერი და პასუხია, რომ ბევრს სურს ჩვენი ცხვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის, ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა. რუსეთი უდაოდ შედის მათ სიაში“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის ნამდვილი საფრთხე მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთი ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.

„ვფიქრობ, ახლა ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ მკაფიოდ ვთქვათ, რომ ამ ქმედებაში რუსები იყვნენ ჩართული“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

პომპეომ ქვეყნის წინაშე არსებულ კიდევ ერთ გამოწვევად ჩინეთი დაასახელა.