მაიკ პომპეომ რუსეთი და კუბა მადუროს მხარდაჭერის გამო ვენესუელაში კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთი და კუბა მადუროს მხარდაჭერის გამო ვენესუელაში კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
„რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ განაგრძობს ვენესუელური სახელმწიფო კომპანიისგან ნავთობის შეძენას აშშ-ის სანქციების მიუხედავად. „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი კი განაგრძობს რეჟიმის გადარჩენას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე რუსეთი მადუროსთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.
პომპეოს თქმით, კუბა მადუროსა და მისი გარემოცვისთვის ფიზიკური დაცვით უზრუნველყოფს, ხოლო მის რეჟიმს მატერიალურად და პოლიტიკურად უჭერს მხარს.
ამასთან, პომპეომ უარყო მადუროს მიერ გამოთქმული ბრალდებები ვენესუელაში ენერგოკრიზისთან აშშ-ის კავშირის შესახებ. უკვე ხუთი დღეა ვენესუელის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
პომპეოს განცხადებით, მადურო ვენესუელელებს უკეთეს ცხოვრებასა და სოციალისტურ სამოთხეს დაჰპირდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ნიკოლას მადურომ სოციალიზმთან დაკავშირებით მიცემულ დაპირება შეასრულა, რითაც დაადასტურა, რომ სოციალიზმი ეკონომიკური კოლაფსის რეცეპტია.