აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ბერლინში ვიზიტი მოულოდნელად გააუქმა. როგორც გერმანიაში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, ვიზიტი გაუთვალისწინებელი სასწრაფო გარემოებების გამო გადაიდო. მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ფინეთში იმყოფებოდა, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პომპეო 14 მაისს, შესაძლოა, სოჭში ჩავიდეს. კრემლში არ გამორიცხეს, რომ პომპეო ვლადიმირ პუტინს შეხვდეს.
ბერლინში მაიკ პომპეო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უნდა შეხვედროდა. მოლაპარაკებების მთავარ თემებად განიხილებოდა უკრაინაში, სირიასა და ვენესუელაში არსებული ვითარება.
გერმანიაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ გერმანიაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ახალი თარიღი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.