მაიკ პომპეო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს
მაიკ პომპეო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინასთან ერთად პუტინთან შეხვედრაზე პომპეო ვენესუელის, ირანის, სირიის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებსაც წამოწევს.

მხარეები ასევე იმსჯელებენ შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაზე, რომლის გაფორმების ინიციატივით აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა.

მაიკ პომპეო სოჭში დღეს გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ის თავის კოლეგა სერგეი ლავროვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.