მაიკ პომპეო თვითიზოლაციაში იმყოფება
მაიკ პომპეო თვითიზოლაციაში იმყოფება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„სახელწმიფო მდივან პომპეოს კონტაქტი იმ ადამიანთან ჰქონდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. კონფიდენციალურობის გამო ჩვენ ამ პიროვნების დასახელება არ შეგვიძლია“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მაიკ პომპეოს პასუხი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია, თუმცა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ის თვითიზოლაციაში გადავიდა. მაიკ პომპეო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.