მაიკ პომპეო - ტრამპი ირანზე ზეწოლას გააგრძელებს
მაიკ პომპეო - ტრამპი ირანზე ზეწოლას გააგრძელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს განცხადებით, ტრამპი მზადაა, ირანზე ზეწოლა გააძლიეროს. ეს განცხადება მან სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილეს.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, პომპეომ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

8 აპრილს აშშ-მა ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, რასაც ირანის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.