მაიკ პომპეო - საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში
მაიკ პომპეო - საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სამოქალოქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, შედგა გულწრფელი საუბარი სასამართლო სისტემის რეფორმასა და დემოკრატიულ პროცესზე.

„სასიამოვნო იყო გულწრფელი საუბარი სასამართლო სისტემის რეფორმასა და დემოკრატიულ პროცესზე საქართველოს აქტიურ სამოქალოქო საზოგადოებასთან. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამერიკის კერძო სექტორის ინვესტიციები დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – წერს პომპეო.