მაიკ პომპეო - მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – წერს მაიკ პომპეო.
გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.