მაიკ პომპეო ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებას, სადაც მან აშშ ბანანის რესპუბლიკას შეადარა, ცილისწამებად აფასებს
მაიკ პომპეო ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებას, სადაც მან აშშ ბანანის რესპუბლიკას შეადარა, ცილისწამებად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსისა და რამდენიმე ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებაზე, როდესაც კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ბანანის რესპუბლიკას შეადარა. პომპეო „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ ეს „ცილისწამებაა“.

„ბანანის რესპუბლიკაში ბრბოს ძალადობა განსაზღვრავს ხელისუფლების აღრსულებას. შეერთებულ შტატებში კი სამართალდამცველები ახშობენ ბრბოს ძალადობას, რათა ხალხის წარმომადგენლებმა შეძლონ ხელისუფლების აღსრულება კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ მართვასთან შესაბამისობაში“, – წერს მაიკ პომპეო.