აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მაიკ პომპეომ და ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის გოლანის მაღლობების მონახულებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
„დღეს მე მექნება შესაძლებლობა გოლანის მაღლობებს ვეწვიო“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
როგორც ცნობილია, ამერიკელი დიპლომატი ასევე ჩავა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში საქართველოდან ჩავიდა. მაიკ პომპეო ტურნეს ფარგლებში ასევე ეწვევა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთსაც.