მაიკ პომპეო - ირანზე ზეწოლას უახლოეს მომავალში გავაძლიერებთ
მაიკ პომპეო - ირანზე ზეწოლას უახლოეს მომავალში გავაძლიერებთ

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ზეწოლას უახლოეს მომავალში გააძლიერებს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი უახლოეს მომავალში დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში ჩვენ გავაძლიერებთ არამხოლოდ დიპლომატიას, არამედ ვაჭრობის საკითხში ზეწოლასაც, რათა მივაღწიოთ იმას, რაც მაისში გადავწყვიტეთ“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა იორდანიაში ვიზიტის დროს.

2018 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. ისტორიული დოკუმენტიდან გამოთიშვის შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.