მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ პომპეომ ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირველად გასული წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ, სადაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. 2 დეკემბერს კი, აშშ-ის პრეზიდენტმა მომავალი შეხვედრა დაანონსა, მაშინ დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ, 2019 წლის თებერვალში შედგება.