მაიკ პომპეო - ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მექსიკურ მხარესთან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ
მაიკ პომპეო - ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მექსიკურ მხარესთან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

მექსიკაში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მხარეებმა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლეს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. შეთანხმების, რომლის გაუქმებითაც აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლისთანავე იმუქრებოდა.

დონალდ ტრამპი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს აშშ-სთვის არასახარბიელოდ მიიჩნევს და მოითხოვს, რომ წარმოებული პროდუქციის 50% აშშ-ის ტერიტორიაზე იქნას დამზადებული.

მაიკ პომპეოს მეთაურობით, ამერიკულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქვეყნის მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებთან.

მაიკ პომპეოს თქმით, მექსიკურმა მხარემ გარკვევით დააფიქსირა, რომ მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, იმ საკითხებზე მოგვარება, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხდა.