მაიკ პომპეო - ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები
ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები.
ამასთან ერთად, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.