მაიკ პომპეო - აშშ ვენესუელაში ვითარების გამოსასწორებლად ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზომებს მიიღებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენის პირობა დადო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ვითარების გამოსასწორებლად ოფიციალური ვაშინგტონი უახლოეს მომავალში ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზომებს მიიღებს.
„სანამ ნიკოლას მადუროს რეჟიმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად დემოკრატიის გზას არ დაადგება, მისი მთავრობის საერთაშორისო მასშტაბით იზოლაცია გაგრძელდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 67,7 პროცენტი მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
თუმცა თავად გამარჯვებული ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ეს ვენესუელისთვის ისტორიული დღეა, რადგან ამ დრომდე ვენესუელაში 47-პროცენტიანი სხვაობით არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია