მაიკ პომპეო - აშშ შეშფოთებულია აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირებით, მხარეებს დიალოგისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია კავკასიის რეგიონში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
აშშ მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.
„გამოვთქვამთ მწუხარებას დაღუპულების გამო. მხარეებს სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ, დიალოგისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, რათა აღდგეს მხარეებს შორის მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.