მაიკ პომპეო - აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა სირიის დატოვება დაიწყო
მაიკ პომპეო - აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა სირიის დატოვება დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატების სამხედრო კონტინგენტმა სირიის დატოვება დაიწყო. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ქვეყნის დატოვების გრაფიკის დეტალები არ გაუსაჯაროებია. დიპლომატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილს ტოვებენ, სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მისაღწევად გარკვეული ზომების მიღებას კვლავ აპირებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შესახებ 2018 წლის 24 დეკემბერს განაცხადა. დონალდ ტრამპმა მაშინ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სირიაში ყოფნის მთავარი მიზანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა იყო. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რადიკალები დამარცხებულები არიან.