მაიკ პომპეო - არ შეიძლება, დაფასებული არ იყოს საქართველოს, როგორც რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრის როლი მსოფლიოში რწმენის თავისუფლების დაცვაში
მაიკ პომპეო - არ შეიძლება, დაფასებული არ იყოს საქართველოს, როგორც რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრის როლი მსოფლიოში რწმენის თავისუფლების დაცვაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

პომპეოს თქმით, არ შეიძლება, არ იყოს დაფასებული საქართველოს, როგორც რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრის როლი მსოფლიოში რწმენის თავისუფლების დაცვასა და წინ წაწევაში.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უწმინდესობასთან, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა. საქართველოს, როგორც რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრის, როლი მსოფლიოში რწმენის თავისუფლების დაცვასა და წინ წაწევაში არ შეიძლება, არ იყოს დაფასებული“, – წერს მაიკ პომპეო.