მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ყასემ სოლეიმანზე უარესი ტერორისტი მხოლოდ უსამა ბინ ლადენი იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანელ გენერალზე ყასემ სოლეიმანზე უარესი ტერორისტი მხოლოდ უსამა ბინ ლადენი იყო. ამის შესახებ მაიკ პომპეომ სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ არსებობს ტერორისტი, უსამა ბინ ლადენის გარდა, რომლის ხელებზე უფრო მეტი ამერიკელის სისხლია, ვიდრე ყასემ სოლეიმანის ხელებზე, რომელმაც 600-ზე მეტი ამერიკელი პატრიოტი მოკლა. მე ვიცნობდი ზოგიერთ ამ ახალგაზრდებს შორის. ის არის ერაყში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ ბოლო თავდასხმების სულის ჩამდგმელი, მათ შორის გასული წლის 27 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის, რომელსაც ერთი ამერიკელი ემსხვერპლა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ მსოფლიო ბევრად უსაფრთხო გახდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი კიდევ გეგმავდა თავდასხმების სერიას.
შეგახსენებთ, აშშ-მა საჰაერო დარტყმის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს მოკლა.