მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანმა ვენესუელაში თვითმფრინავებით უცნობი ტვირთი გაგზავნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანმა ვენესუელაში თვითმფრინავებით უცნობი ტვირთი გაგზავნა.
მაიკ პომპეომ ქვეყნებს მოუწოდა, ირანულ ავიაკომპანია „მაჰან ეარს“ ფრენებზე უარი უთხრან, რადგან აღნიშნული ავიაკომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშაა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მაჰან ეარის კუთვნილმა თვითმფრინავებმა მადუროს რეჟიმს დახმარება აღმოუჩინა. ეს არის იგივე ტერორისტული ავიაკომპანია, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების გადასატანად და მებრძოლების გადასაყვანად იყენებდა. ფრენები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ვენესუელაში 2018 წელს ჩატარებული არჩევნები აშშ-მა და დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ გაყალბებულად მიიჩნია და მას შემდეგ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების კამპანიას და დიპლომატიურ ზომებს ატარებენ.