ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ირანი ავღანეთში მშვიდობას ძირს უთხრის.
ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ირანმა უარი თქვა, გამხდარიყო რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობის კონსენსუსის მონაწილე. მეტიც, ის აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს სხვადასხვა დაჯგუფებებთან, რითიც ავღანეთში მშვიდობას ძირს უთხრის“,- აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.