მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ ნებისმიერ დროს არის მზად ირანთან სასაუბროდ, თუმცა აუცილებელია, თეირანმა პოლიტიკა შეცვალოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ნებისმიერ დროს არის მზად ირანთან სასაუბროდ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, თეირანმა საკუთარი ქმედება ფუნდამენტურად შეცვალოს.
„ზეწოლის კამპანია გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლა, ჩვენი ზეწოლა ასევე მოიცავს დიპლომატიურ იზოლაციას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ ეთიოპიის დედაქალაქში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
მაიკ პომპეო ვიზიტით საუდის არაბეთში მიემგზავრება.