მაიკ პენსის თქმით, აშშ მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის გვერდით დგას
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან და მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ყველა ზომის მიღებისთვის მზად არიან, – ამის შესახებ მან იაპონიაში აშშ-ის ავიაბაზაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის გვერდით დგას.
პენსი, რომელიც იაპონიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად სამშაბათს ჩავიდა, პიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება.
პიონგჩანგში ჩასვლას გეგმავენ ჩრდილოეთ კორეელი პოლიტიკური ლიდერებიც. იაპონიაში ყოფნისას პენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სულ მალე ფხენიანის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს აამოქმედებს.