მაიკ პენსი - კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები სავარაუდოდ ზაფხულში იქნება მზად
მაიკ პენსი - კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები სავარაუდოდ ზაფხულში იქნება მზად

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული განცხადება მაიკ პენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ასევე, მისივე თქმით, ბევრი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს ვაქცინის უკვე შექმნაზე, რომლის კლინიკური გამოცდა სავარაუდოდ, მომდევნო ექვს კვირაში დაიწყება.

პენსის განცხადებით, ამ პროცესს სჭირდება დრო, რის გამოც ვაქცინა წლის ბოლომე ვერ იქნება მზად.

„თუმცა მედიკამენტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, შესაძლოა, წელს ზაფხულში ან შემოდგომაზე გახდეს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მაიკ პენსმა.