მაიკ პენსი - აშშ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით დარეგულირებას ემხრობა
აშშ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნის გზით დარეგულირებას მხარს უჭერს, – ეს განცხადება ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. მაიკ პენსის თქმით, თუ მხარეები ორი სახელმწიფოს შექმნაზე შეთანხმდებიან, ვაშინგტონი მზადაა, მათ მხარი დაუჭიროს.
პენსმა ეგვიპტეში ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ვაშინგტონმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
„აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა დაარწმუნა ეგვიპტის ლიდერი, რომ აშშ იერუსალიმში მდებარე წმინდა ადგილების სტატუსის უცვლელობას უჭერს მხარს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
კაიროში გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეგვიპტის პრეზიდენტს ისლამისტ მებრძოლებთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
კაიროდან მაიკ პენსი იორდანიაში გაემგზავრა. ახლო აღმოსავლეთში მისი ვიზიტი ისრაელში დასრულდება.