მაიკ პენსი - აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში შესაძლოა, შემოდგომაზე ჩავიდეს
მაიკ პენსი - აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში შესაძლოა, შემოდგომაზე ჩავიდეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთში შესაძლოა, შემოდგომაზე ჩავიდეს. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი პოლონეთში 1-ელ სექტემბერს უნდა ჩასულიყო და მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქარიშხალ „დორიანის“ გამო იძულებული გახდა, გეგმები შეეცვალა.