მაიკ კონლისთვის „იუტაში” გადასვლის შემდეგ, ახალი სეზონის სტარტი საკმაოდ არასტაბილურად წარიმართა. „ჯაზის” ახალბედა გამთამაშებელს თავის ბოლომდე წარმოჩენის საშუალება ტრავმებმაც არ მისცა.
კონლიმ მიმდინარე სეზონზე ტრავმის გამო უკვე გამოტოვა 5 შეხვედრა. „ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ, მეოთხე პერიოდში კი „იუტას” კალათბურთელი კვლავ დაშავდა. როგორც ირკვევა კონლიმ შესაძლოა, რამდნემე კვირა გამოტოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ შემს ჩარანია ავრცელებს.