„ლეიკერსმა“ რასელ უესტბრუკი გაუშვა და სამი კალათბურთელი დაიმატა #1TVSPORT
„ლეიკერსმა“ რასელ უესტბრუკი გაუშვა და სამი კალათბურთელი დაიმატა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სამ კლუბს შორის დიდი გაცვლა განხორციელდა, რომლის მიხედვითაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი „იუტა ჯაზში“ გადავა.

გაცვლაში მონაწილეობდნენ „ლეიკერსი“, „იუტა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“. ტრეიდის შედეგად:

„ლეიკერსი“ აძლევს „იუტას“ უესტბრუკსა და დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლებას;

„იუტა“ აძლევს „მინესოტას“ გამთამაშებელ მაიკ კონლისა და დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას;

„მინესოტა“ „ლეიკერსში“ უშვებს დ’ანჯელო რასელს, მალიკ ბიზლისა და ჯარედ ვანდერბილტს.