სიაკამის და იბაკას 27-27 ქულა - „ტორონტომ“ „იუტა“ სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის სამი შეხვედრა გიმართა. „იუტამ“ ზედიზედ ხუთი მოგებული მატჩის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ „ტორონტოს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა და მეტოქესთან 92-101 დამარცხდა.

კანადური გუნდის რიგებში 27-27 ქულით პასკალ სიაკამი და სერჟ იბაკა გამოირჩნენ. ორივეს ანგარიშზე ორმაგი დუბლია (სიაკამი 11 მოხსნა, 8 პასი. იბაკა 13 მოხსნა) კაელ ლაურიმ 21 ქულა მიითვალა.

„ჯაზის“ რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯო ინგლესი გამოდგა.

ატლანტა – შარლოტი 143-138

დენვერი – მილუოკი 109-95