მაიკ კონლი „იუტა ჯაზში“ რჩება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები საკადრო ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ამერიკული მედია, კერძოდ კი Yahoo! Sports-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი იუწყება, რომ „იუტას“ გამთამაშებელი მაიკ კონლი კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთ წელს კვლავ „ჯაზში“ გაატარებს. 2020-21 წლების სეზონზე კონლი ჰონორარის სახით 34.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
Yahoo Sources: Utah Jazz guard Mike Conley Jr. will bypass free-agency next week by not exercising “early termination option” on his $34.5 million salary for the 2020-21 season.
— Chris Haynes (@ChrisBHaynes) November 12, 2020
გასული სეზონი კონლისთვის წარუმატებელი გამოდგა. ბევრი მოელოდა, რომ 33 წლის გამთამაშებელი „იუტას“ პლეი ოფში გაუძღვებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
თავისუფალი აგენტის სტატუსზე ასევე უარი თქვა ანდრე დრამონდმა, რომელიც ხელფასის გაზრდის მიზნით „დეტროიტში“ დარჩება.