მაიკ კონლი „იუტასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მაიკ კონლი „იუტასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მაიკ კონლის კარიერა შეიძლება ითქვას, რომ ბევრი წარუმატებლობითა და სირთულეებით არის სავსე. მას რამდენიმე სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ „მემფისში“ ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა. ამის შემდეგ 33 წლის გამთამაშებელი ტრავმებმა დაღალა და სრულად პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა.

ამჟამად, კონლი „იუტას“ კალათბურთელია და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს არის. ის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო და რაც მთავარია, სტაბილურ სეზონს ატარებს.

პორტალი The Athletic კონლის ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც ჩანს, მაიკი „ჯაზთან“ უახლოეს მომავალში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

იუტამ“ მე თავი შემაყვარა. ცოტა ხნის წინ ამას ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი. მასაც ძალიან უყვარს აქაურობა. არ მგონია, რომ უახლოეს წლებში გუნდი შევიცვალო. აქ თავს გადასარევად ვგრძნობ. „ჯაზი“ თავისი თამაშის სტილით საკმაოდ იშვიათი გუნდია, რაც მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა კონლიმ.

„იუტა“ დასავლეთ კონფერენციას 25 მოგებითა და 6 მარცხით ლიდერობს. ეს შედეგი ამჟამად ლიგაში საუკეთესოა. რაც შეეხება კონლის, ის მატჩში საშუალოდ 16.4 ქულასა და 5.6 პასს აგროვებს. პერიმეტრიდან ის 41 პროცენტიანი სიზუსტით ისვრის.

დატოვე კომენტარი