„იუტამ“ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

10:31, 18.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა „იუტამ“. ამჯერად, „ჯაზმა“ სტუმრად „დენვერს“ სძლია (105-109).

გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება იუტელებმა მეორე ტაიმში შეძლეს. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ „ნაგეთსი“ მეტოქეს ხუთი ქულას უგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. „ჯაზის“ რიგებში 23 ქულით საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გამოდგა. 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა. 18 ქულა დააგროვა დონოვან მიჩელმა.

„დენვერის“ რიგებში კარგი მატჩი ჩაატარეს ჯამალ მიურეიმ (30 ქულა) და ნიკოლა იოკიჩმა (35 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი), თუმცა, ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.

ბოსტონი – ნიუ იორკი 75:105

https://youtu.be/Fh8pmy8ex3k

დალასი – ჩიკაგო 101:117

https://youtu.be/ZZEkY72tUNw

საკრამენტო – ნიუ ორლეანი 123:128

https://youtu.be/HSo70hY_Aho

კლიპერსი – ინდიანა 96:129

https://youtu.be/nbRs8cJ7FMc

მსგავსი