მაიკ ჯონსონი - ტრამპი შეუჩერებელია
მაიკ ჯონსონი - ტრამპი შეუჩერებელია

ტრამპი შეუჩერებელია, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.

ჯონსონი დღეს დონალდ ტრამპს მას შემდეგ შეხვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადეს.

„მე და კელი მოვდივართ მარ-ა-ლაგოდან, სადაც რამდენიმე საათი გავატარეთ პრეზიდენტ ტრამპთან და მადლობას ვუხდით ღმერთს მისი დაცვისთვის. არცერთ ლიდერს ამერიკის ისტორიაში არ გადაუტანია უფრო მეტი თავდასხმა და არ დარჩენილა ასეთი ძლიერი. ის შეუჩერებელია“, – წერს ჯონსონი.