მაიკ ჯონსონი - სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში, ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს აბსურდულ განაჩენს და გაიმარჯვებს
დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაჩენის შეფასებისას აღნიშნავს.
მისი შეფასებით, განაჩენი იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი.
„დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და ის გაიმარჯვებს“, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშვედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.