მაიკ ჯონსონი - აშშ-მა უნდა დართოს ნება უკრაინას, ომი ისე წარმართოს, როგორც თავად თვლის საჭიროდ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა დართობს ნება, ომი ისე წარმართოს, როგორც თავად თვლიან საჭიროდ.
ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ჯონსონს ჰკითხა, უნდა დართოს თუ არა აშშ-მა უკრაინას ნება, რუსეთის ტერიტორიებზე ამერიკული იარაღი გამოიყენოს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავრთოთ ნება უკრაინას, ომი ისე წარმართოს, როგორც თავად თვლის საჭიროდ. უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ამ ძალისხმევის მართვას, არ არის სწორი“,- განაცხადა ჯონსონმა.