აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების „მადა არ აქვს“.
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის თქმით, უკრაინის დაფინანსება საჭირო არ არის.
მაიკ ჯონსონის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი კონფლიქტის დასრულებას შეძლებს.
„ვფიქრობ, ის დაურეკავს პუტინს და ეტყვის, რომ ეს საკმარისია. ვფიქრობ, მსოფლიოში ყველა დაიღალა ამით და მათ სურთ, რომ ეს მოგვარდეს. ასე რომ, როგორიც არ უნდა იყოს პირობები, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ კამალა ჰარისი თუ პრეზიდენტი იქნება, არ ვფიქრობ, რომ ეს დასრულდება. ეს უიმედო და საშიში სცენარია“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.