მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე სააკაშვილი შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხონ
მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე სააკაშვილი შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხონ

​უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის თებერვლის მოვლენების საქმეზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაკითხონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა იანის სიმონოვმა განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ვიდეოკონფრენციის გასამართად შესაძლოა, პროკურატურამ სასამართლოს მიმართოს.

კიევში 2014 წლის 20 თებერვალს სროლის შედეგად მაიდანზე 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აქციის 49 მონაწილე და ოთხი სამართალდამცველი. კიევის რაიონულ სასამართლოში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე სააკაშვილი დღეს უნდა დაეკითხათ.