მაიამიში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა, 25-მდე კი დაშავდა
მაიამიში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა და 25-მდე დაშავდა. როგორც ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“ პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, სამი შეიარაღებული პირი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევა ღამით იმ ადგილზე მოხდა, რომელიც კონცერტისთვის ქირავდებოდა.
ყველა დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანლი. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებიათ.